რომელი ავტომობილის მძოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
აქ მთავარი დეტალი შუქნიშანია. ხედავ, მწვანე რომ ანთია? როცა შუქნიშანი მუშაობს, პრიორიტეტის ნიშნები, აი ის „დაუთმე გზას“ ნიშანი, ძალას კარგავს. უბრალოდ აღარ ვუყურებთ. დაგვრჩა მარტივი წესი: ვინც მარცხნივ უხვევს (ლურჯი მანქანა), გზას უთმობს საპირისპიროდ პირდაპირ მომავალს (თეთრ მანქანას). ასე რომ, უპირატესობა თეთრ ავტომობილს აქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს აქვს უპირატესი ძალა გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების მიმართ.


















