ქუქი-ფაილების პოლიტიკა
ბოლო განახლება:
1.რა არის ქუქი-ფაილი
1.1ქუქი-ფაილი და ბრაუზერის ლოკალური მეხსიერება არის მცირე ჩანაწერები, რომლებსაც ვებგვერდი თქვენს ბრაუზერში ინახავს. lane.ge მათ იყენებს იმისთვის, რომ სისტემაში დარჩეთ, კურსი სწორად იმუშაოს და გავიგოთ, როგორ სარგებლობენ ვიზიტორები ვებგვერდით. ეს პოლიტიკა კონფიდენციალურობის პოლიტიკის (lane.ge/privacy/) ნაწილია.
2.აუცილებელი ჩანაწერები
2.1ეს ჩანაწერები ვებგვერდის მუშაობისთვის აუცილებელია, ამიტომ მათთვის თანხმობა არ მოითხოვება:
- auth_token (ლოკალური მეხსიერება) — ინახავს თქვენს შესვლას, სანამ არ გახვალთ სისტემიდან;
- lane_ref (ლოკალური მეხსიერება) — ინახავს მეგობრის ბმულის კოდს, რომ ფასდაკლება გადახდისას გამოჩნდეს;
- course_exam_date და premium_return (სესიის მეხსიერება) — ინახავს არჩეულ გამოცდის თარიღს და გვერდს, რომელზეც გადახდის შემდეგ დაბრუნდებით. იშლება ბრაუზერის ჩანართის დახურვისას;
- საქართველოს ბანკის გადახდის გვერდი იყენებს საკუთარ, გადახდისთვის აუცილებელ ქუქი-ფაილებს. მათ ბანკი მართავს.
3.ანალიტიკური ქუქი-ფაილები
3.1lane.ge-ზე მოქმედებს Google Analytics 4. ის იყენებს ქუქი-ფაილებს _ga და _ga_HE8P1670ME (ვადა — 2 წლამდე), რომ დაითვალოს ვიზიტები, ნანახი გვერდები და კურსის ეტაპები.
3.2Google Analytics-ს არ გადავცემთ თქვენს სახელს, ელფოსტას ან პაროლს. მონაცემებს Google ამუშავებს ჩვენი დავალებით და ინახავს არაუმეტეს 14 თვისა.
3.3სარეკლამო ქუქი-ფაილებს და სოციალური ქსელების მიმდევრობის პიქსელებს არ ვიყენებთ.
4.როგორ მართოთ ქუქი-ფაილები
4.1ქუქი-ფაილების და ლოკალური მეხსიერების წაშლა ან დაბლოკვა შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებში. აუცილებელი ჩანაწერების წაშლისას სისტემიდან გამოხვალთ.
4.2Google Analytics-ის გამოსართავად შეგიძლიათ დააყენოთ Google-ის დამატება: tools.google.com/dlpage/gaoptout. ანალიტიკის გამორთვა ვებგვერდის მუშაობაზე გავლენას არ ახდენს.
5.კონტაქტი
5.1შეკითხვები მოგვწერეთ contact@lane.ge-ზე.