Lane.geმართვის თეორია
მთავარიბილეთებიგამოცდაშეცდომები
კურსი
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • თანხის დაბრუნება
  • მონაცემების წაშლა
  • ქუქი-ფაილები

ამ გვერდზე

  1. 1.რაზე ვრცელდება
  2. 2.ვებგვერდზე შეძენილი საშვი (საქართველოს ბანკი)
  3. 3.როგორ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება
  4. 4.App Store-ში შეძენილი საშვი (iOS)
  5. 5.Android
  6. 6.ბანკში გადახდის გაპროტესტება
  7. 7.თქვენი კანონიერი უფლებები
სამართლებრივი · Lane.ge

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 8 ნოემბერი

1.რაზე ვრცელდება

1.1ეს პოლიტიკა ვრცელდება Lane.ge-ის საშვზე, რომელიც ხსნის 7-დღიან კურსს და მოქმედებს ჩაბარებამდე (წესების პუნქტი 4.3). საშვი ერთჯერადი შესყიდვაა: გამოწერა არ არის და თანხა განმეორებით არ ჩამოგეჭრებათ. ეს პოლიტიკა მომსახურების წესების (lane.ge/terms/) ნაწილია.

2.ვებგვერდზე შეძენილი საშვი (საქართველოს ბანკი)

2.1საშვი არის ციფრული მომსახურება, რომელიც გადახდისთანავე იწყება. გადახდამდე თქვენ ითხოვთ წვდომის დაუყოვნებლივ დაწყებას და ადასტურებთ, რომ წვდომის დაწყების შემდეგ კარგავთ ხელშეკრულებიდან 14-დღიან ვადაში გასვლის უფლებას. ამიტომ, წვდომის გახსნის შემდეგ, საშვის თანხა გადაფიქრების მიზეზით არ ბრუნდება.

2.2თანხას სრულად ვაბრუნებთ, თუ:

  • თანხა ჩამოგეჭრათ, მაგრამ წვდომა არ გაიხსნა და პრობლემას თქვენი მომართვიდან 3 სამუშაო დღეში ვერ მოვაგვარეთ;
  • თანხა ორჯერ ან გადახდის გვერდზე მითითებულ ფასზე მეტი ჩამოგეჭრათ (ბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხა);
  • გადახდა თქვენი ნებართვის გარეშე განხორციელდა და წვდომა ჯერ არ გამოგიყენებიათ. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ბანკსაც.

2.3თუ კომპანიის ბრალით კურსი 24 საათზე მეტხანს ზედიზედ მიუწვდომელი იყო, საშვს გაგიგრძელებთ დაკარგული დროით. თუ ხარვეზი ისე ვერ აღმოიფხვრა, რომ კურსით სარგებლობა შეგეძლოთ, დაგიბრუნებთ გამოუყენებელი დღეების პროპორციულ თანხას.

2.4მეგობრის ფასდაკლებით შეძენისას ბრუნდება რეალურად გადახდილი თანხა.

2.5პირველივეზე ჩაბარების გარანტია (lane.ge/terms/#s7) კურსზე უფასო წვდომაა და არა თანხის დაბრუნება.

3.როგორ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება

3.1მოგვწერეთ contact@lane.ge-ზე, სათაურით „თანხის დაბრუნება“, და მიუთითეთ: ანგარიშის ელფოსტა, გადახდის თარიღი, თანხა და მიზეზი. სასურველია, დაურთოთ ბანკის ამონაწერი ან გადახდის დადასტურება. დახმარებისთვის შეგიძლიათ დაგვირეკოთ 511 22 78 58.

3.2მოთხოვნას ვპასუხობთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. დადასტურებული თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, საქართველოს ბანკის მეშვეობით, დადასტურებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. ანგარიშზე თანხის ასახვის დრო დამოკიდებულია თქვენს ბანკზე.

3.3თანხის დაბრუნებისას შესაბამისი საშვი უქმდება.

4.App Store-ში შეძენილი საშვი (iOS)

4.1App Store-ის შესყიდვის გადახდას ამუშავებს Apple. შპს „ლეინ ტექ 26“ ამ თანხას ვერ დააბრუნებს. თანხის დაბრუნება მოითხოვეთ Apple-თან: reportaproblem.apple.com.

4.2თუ Apple თანხას დაგიბრუნებთ, შესაბამისი საშვი ავტომატურად უქმდება.

4.3თუ App Store-ის შესყიდვის შემდეგ წვდომა არ გაიხსნა, ჯერ აპლიკაციაში სცადეთ „შესყიდვის აღდგენა“, შემდეგ კი მოგვწერეთ contact@lane.ge-ზე. წვდომას გავხსნით ან მიგითითებთ, როგორ მოითხოვოთ თანხა Apple-თან.

5.Android

5.1Android აპლიკაციაში შიდა შესყიდვა არ არის. Android-ზე ვრცელდება ვებგვერდზე შეძენილი საშვის წესები (მე-2 პუნქტი).

6.ბანკში გადახდის გაპროტესტება

6.1სანამ ბანკში გადახდას გააპროტესტებთ, გთხოვთ, ჯერ მოგვწეროთ: ასე პრობლემა უფრო სწრაფად მოგვარდება. გაპროტესტების განხილვის პერიოდში საშვი შეიძლება დროებით შეჩერდეს.

7.თქვენი კანონიერი უფლებები

7.1ეს პოლიტიკა არ ზღუდავს იმ უფლებებს, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გაქვთ.

შეკითხვა? contact@lane.ge↑ ზემოთ
Lane.ge

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის მოსამზადებელი ონლაინ კურსი: 921 საგამოცდო ბილეთი, ხმოვანი ახსნები და პირადი გეგმა.

Lane Ge კერძო კომპანიაა და არ არის მომსახურების სააგენტო.

კურსი
  • როგორ მუშაობს
  • ფასი და გარანტია
  • კურსის შეძენა · 40 ₾
  • შესვლა
ბილეთები
  • ყველა 921 ბილეთი
  • საგზაო ნიშნები
  • გზაჯვარედინები
  • სიჩქარის ლიმიტები
  • მარეგულირებლის სიგნალები
კომპანია
  • კონტაქტი
  • გარანტიის პირობები
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • თანხის დაბრუნება
  • მონაცემების წაშლა
  • ქუქი-ფაილები
© 2026 Lane Ge
contact@lane.ge