ანგარიშისა და მონაცემების წაშლა
ბოლო განახლება:
ეს გვერდი ეხება ვებგვერდს lane.ge და მობილურ აპლიკაციას „Lane Ge“ (iOS და Android), რომლის დეველოპერია შპს „ლეინ ტექ 26“. ანგარიშის და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლა ნებისმიერ დროს, უფასოდ შეგიძლიათ.
1.წაშლა აპლიკაციიდან (უსწრაფესი გზა)
- გახსენით აპლიკაცია „Lane Ge“ და შედით ანგარიშზე;
- გადადით პროფილზე;
- დააჭირეთ „ანგარიშის წაშლა“ და დაადასტურეთ.
ანგარიში და მასთან დაკავშირებული მონაცემები მაშინვე წაიშლება.
ვებგვერდზე: შედით ანგარიშზე და გახსენით პროფილში „ანგარიშის წაშლა“.
2.წაშლა ელფოსტით (აპლიკაციის გარეშე)
- მოგვწერეთ contact@lane.ge-ზე, სათაურით „ანგარიშის წაშლა“;
- მიუთითეთ ის ელფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდით (ან Apple-ის/Google-ის ანგარიშის ელფოსტა, თუ მათით შედიოდით);
- ვინაობის დასადასტურებლად შეიძლება ამ ელფოსტაზე ერთჯერადი კოდი გამოგიგზავნოთ. ეს გვჭირდება, რომ სხვამ თქვენი ანგარიში ვერ წაშალოს.
ანგარიშს ვშლით და პასუხს გწერთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
3.მხოლოდ ნაწილის წაშლა
ანგარიშის შენარჩუნებით შეგიძლიათ მოითხოვოთ: შეცდომების ან კურსის გეგმის გასუფთავება, გამოქვეყნებული შეფასების წაშლა, მარკეტინგულ SMS-ებზე უარის თქმა. მოგვწერეთ contact@lane.ge-ზე. push შეტყობინებებს გამორთავთ ტელეფონის პარამეტრებში.
4.რა იშლება
- ანგარიში: სახელი, ელფოსტა, პაროლი, Apple-ის/Google-ის ანგარიშთან კავშირი;
- სწავლის მონაცემები: პასუხები, შეცდომები, პროგრესი, კურსის გეგმა, კურსის გამოცდები, მზაობა, დუელები და ქვიზები;
- გამოცდის შედეგი, შეფასება (მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნებული) და მეგობრის ბმული;
- AI ინსტრუქტორთან საუბრის ჩანაწერები, აპლიკაციის მოვლენები, push ტოკენი და მოწყობილობის ჰეში;
- ყველა აქტიური სესია: ყველა მოწყობილობაზე გამოხვალთ სისტემიდან.
5.რა რჩება და რამდენ ხანს
- გადახდის ჩანაწერები (თანხა, თარიღი, სტატუსი, ბანკის ან App Store-ის ტრანზაქციის ნომერი) — 6 წელი, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობის მოთხოვნით. ისინი აღარ უკავშირდება თქვენს სახელს, ელფოსტას და სწავლის მონაცემებს;
- ზოგადი სტატისტიკა (მაგალითად, მომხმარებლების ან ჩაბარებულების რაოდენობა), რომლითაც თქვენი იდენტიფიცირება შეუძლებელია;
- სარეზერვო ასლებში დარჩენილი მონაცემები იშლება ასლების რეგულარული განახლებისას, არაუმეტეს 30 დღეში. მანამდე ისინი არ გამოიყენება;
- Google Analytics-ის მონაცემები თქვენს ანგარიშს არ უკავშირდება და იშლება მისი ვადის გასვლისას (არაუმეტეს 14 თვისა);
- საქართველოს ბანკი და Apple საკუთარ ჩანაწერებს ინახავენ საკუთარი წესებით.
6.მნიშვნელოვანია
- წაშლილი ანგარიშის აღდგენა შეუძლებელია;
- მოქმედი საშვი ანგარიშთან ერთად უქმდება და მისი თანხა არ ბრუნდება, ამიტომ წაშლამდე დარწმუნდით, რომ საშვი აღარ გჭირდებათ;
- iOS-ზე საშვი გამოწერა არ არის, ამიტომ App Store-ში გასაუქმებელი არაფერია;
- იმავე ელფოსტით შეგიძლიათ ხელახლა დარეგისტრირდეთ, მაგრამ ეს იქნება ახალი, ცარიელი ანგარიში;
- თუ Apple-ით შედიოდით, Apple ID-ის პარამეტრებში („Apple-ით შესვლა“) შეგიძლიათ Lane Ge-ს წვდომაც გააუქმოთ.
7.დამატებითი ინფორმაცია
მონაცემების დამუშავების შესახებ: lane.ge/privacy/. შეკითხვები მოგვწერეთ contact@lane.ge-ზე.
შეკითხვა? contact@lane.ge↑ ზემოთ