
რომელი ტრამვაის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
შეხედე, შენი ყვითელი ისარი ტრამვაის ორივე ლიანდაგს კვეთს. ესაა მთავარი. ტრამვაი №2-ს მწვანე აქვს და პირდაპირ მოდის, ამიტომ მას გზას ვუთმობთ. ტრამვაი №1-ს კი, მართალია, წითელი უნთია, მაგრამ მის ლიანდაგზე გაჩერება კატეგორიულად არ შეიძლება. უნდა დაელოდო, სანამ გზა ისე გათავისუფლდება, რომ ლიანდაგების გადაკვეთის შემდეგ მოძრაობას შეუფერხებლად გააგრძელებ. ამიტომ, გზის დათმობის ვალდებულება ორივე ტრამვაის მიმართ გვაქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარე¬დინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვა¬ნელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.