შეხედე მარჯვნივ, 90-იანი ნიშანი დგას.
ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სწრაფად მოძრაობენ. ასეთ გზებზე, სავალ ნაწილზე დგომა სახიფათოა და ამიტომაც გვეკრძალება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა, დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა.
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - უეტლო მოტოციკლი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?
დაიმახსოვრე: ეტლიანი მოტოციკლის ორ რიგად დაყენება იკრძალება. უეტლო მოტოციკლის კი — ნებადართულია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
დაიმახსოვრე: დასახლებული პუნქტის გარეთ ხანგრძლივი დასვენება (ღამის გათევა) გზაზე აკრძალულია. ამიტომ, წითელი ავტომობილი არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. ამავე კანონის პირველი დანართის 5.24.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.24.1 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - მიუთითებს შესაბამისად 5.23.1 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტების დასასრულს.
აბა, დააკვირდი, სად ხარ? ხიდზე.
ხიდზე გაჩერება არ შეიძლება, სულ ესაა. ასეთი მანევრი სახიფათოა და მოძრაობას აფერხებს.
ერთადერთი გამონაკლისი იქნებოდა, თუ შენი მიმართულებით სამი ან მეტი სამოძრაო ზოლი გვექნებოდა, აქ კი მხოლოდ ორია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
აქ მთავარი გასაღები ზოლების რაოდენობაა.
დაიმახსოვრე მარტივი წესი: ხიდზე გაჩერება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ შენი მიმართულებით ორზე მეტი, ანუ სამი ან მეტი ზოლია.
თეთრი მანქანის მიმართულებით სამი ზოლია, ამიტომ მას გაჩერება შეუძლია. წითელი მანქანის მიმართულებით კი მხოლოდ ორი ზოლია.
შესაბამისად, წესებს მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
დაიმახსოვრე, ქვეითთა გადასასვლელთან და გზაჯვარედინთან გაჩერება შეიძლება მინიმუმ 5 მეტრის დაშორებით. თეთრი ავტომობილი 3 მეტრში დგას, რითაც არღვევს წესს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.
დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში, თუ ამით დაბრკოლებას უქმნის ქვეითებს?
დაიმახსოვრე, ტროტუარზე გაჩერება დარღვევაა, თუ ქვეითს გადაადგილებაში ხელს უშლი. ამიტომ, ამ შემთხვევაში მძღოლი არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნება¬დარ-თულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
შეხედე, ორივე ავტომობილი ტროტუარზე დგას.
დაიმახსოვრე: ტროტუარის ნაპირზე დგომა მხოლოდ მსუბუქ ავტომობილს, მოტოციკლს, მოპედსა და ველოსიპედს შეუძლია, ისიც თუ ქვეითებს ხელს არ უშლის.
სატვირთოსთვის ეს აკრძალულია, თანაც მისი უკანა ნაწილი სავალ ნაწილზეა გადმოსული.
ამიტომ დგომის წესებს სატვირთო ავტომობილი არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
დაიმახსოვრე: ამ ნიშანთან ავტომობილი უნდა დააყენო ზუსტად ისე, როგორც დაფაზეა ნაჩვენები. თეთრი ავტომობილი დგას უკუღმა და არღვევს დგომის ხერხს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 5.29 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.29 „რეგულირებადი სადგომის ზონა“ - აღნიშნავენ ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამინტირებულია დგომა. ამავე დანართის 8.6.1-8.6.9 პენქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 8.6.8 - განსაზღვრავს სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ხერხს; ამასთანავე, 8.6.1 დაფა მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ, ხოლო 8.6.2–8.6.9 დაფები მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის ტროტუართან მიმდებარე სადგომზე დაყენების ხერხზე.
დაიმახსოვრე, დაუსახლებელ პუნქტში სავალ ნაწილზე გაჩერება აკრძალულია. მგზავრის ასაყვანად აუცილებლად გზიდან უნდა გადახვიდე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.
შეხედე, სად აპირებს გაჩერებას — პირდაპირ ესტაკადის ქვეშ.
დაიმახსოვრე, ესტაკადის, ხიდის ან გვირაბის ქვეშ გაჩერება ყოველთვის იკრძალება. ეს ადგილი არ არის პარკინგი, რადგან სახიფათოა და სხვა მძღოლებსაც უზღუდავს ხილვადობას. მარტივია, არა?
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
შეხედე, იქ „P“ ნიშანი დგას, რომელიც პარკირების ადგილს აღნიშნავს.
კი, ზოგადად ხიდის ქვეშ გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ ეს ნიშანი სწორედ იმის გამონაკლისია, რომ აქ პარკირება სპეციალურად მოწყობილ ადგილას ხდება.
ამიტომ, მძღოლი არაფერს არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
აქ ორი გასაღებია: საგზაო ნიშანი და მანძილი გზაჯვარედინამდე.
ნაცრისფერ მანქანასთან ხომ ხედავ „გაჩერება აკრძალულია“ ნიშანს? ეს უკვე დარღვევაა.
ახლა ლურჯი მოპედი. გზაჯვარედინამდე მინიმუმ 5 მეტრია საჭირო, აქ კი სურათზეც ჩანს, რომ მხოლოდ 2 მეტრითაა დაშორებული.
ასე რომ, ორივე არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; გ) გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.
ძალიან მარტივია, მოდი დავიწყოთ იმით, რაც უკვე ვიცით.
გზის მარჯვენა მხარეს, C ადგილას, გაჩერება ხომ ყოველთვის შეიძლება? კი ბატონო.
ახლა მთავარი კითხვა: შეიძლება თუ არა მარცხნივ, A ადგილას? რადგან ეს არის ქალაქის გზა, თითო-თითო სამოძრაო ზოლით, კანონი გამონაკლისს უშვებს და მარცხნივაც გაძლევს გაჩერების უფლებას.
აი შუა გზაზე, B ადგილას, კი ნამდვილად არ შეიძლება, რადგან მთელ მოძრაობას გადაკეტავ.
ესე იგი, შეგვიძლია A და C ადგილას.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.
რა მარტივია, მთავარია ეს ლურჯი ნიშანი დაინახო!
ეს ნიშანი ცალმხრივი მოძრაობის გზას ნიშნავს, რაც წესებს ცვლის.
ასეთ გზაზე მსუბუქ მანქანას თავისუფლად შეუძლია მარცხენა მხარეს გაჩერდეს. ამიტომ თეთრი მანქანა წესებს არ არღვევს.
სატვირთოსთვის კი პირიქით, შეზღუდვაა: ცალმხრივ გზაზე მას გაჩერება მხოლოდ ტვირთის დასატვირთად ან გადმოსატვირთად შეუძლია. რადგან სურათზე ჩვეულებრივადაა გაჩერებული, ის არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.
ყველაფერს წყვეტს ეგ გადახაზული ნიშანი.
ეგ ნიშანი გვეუბნება, რომ დასახლებული პუნქტიდან გავედით. ასეთ გზაზე, ქალაქგარეთ, მანქანა სავალი ნაწილიდან უნდა გადაიყვანო და ისე გააჩერო.
მწვანე ზუსტად ასეა გაჩერებული, გზის პირას. წითელი კი პირდაპირ სავალ ნაწილზე დგას, რაც დარღვევაა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.26 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - მიუთითებს 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს.
შეხედე, მანქანასა და გზის შუა უწყვეტ ხაზს შორის მანძილი 2 მეტრია.
ეს იმას ნიშნავს, რომ შენს გვერდით ჩავლისას, სხვა მანქანები იძულებულები გახდებიან, რომ ეს უწყვეტი ხაზი გადაკვეთონ.
უსაფრთხოებისთვის, კანონი ამბობს, რომ მინიმუმ 3 მეტრი უნდა დატოვო. აქ კი მხოლოდ 2 მეტრია, ამიტომ მძღოლი წესებს არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრან-სპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია.
დაიმახსოვრე, ამ კითხვაზე სწორი პასუხია „ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში“.
უბრალოდ იცოდე, რომ ყველა ჩამოთვლილი ვარიანტი დარღვევაა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა. ამავე პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტების თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე.
დააკვირდი, რამდენი სამოძრაო ზოლია ამ ხიდზე? სამი! ერთი მიმართულებით სამი ზოლია და სწორედ ეგ არის მთავარი გასაღები.
ხიდზე გაჩერება, როგორც წესი, არ შეიძლება, მაგრამ არის ერთი გამონაკლისი: თუ შენი მიმართულებით ორზე მეტი, ანუ სამი ან მეტი ზოლია, გაჩერება ნებადართულია.
ამიტომ, ამ სიტუაციაში არცერთი მძღოლი არ არღვევს წესებს. უბრალოდ ზოლები დაითვალე ხოლმე და ეგაა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადებზე, ხიდებზე და გზაგამტარებზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.
აქ მთავარია „დგომა აკრძალულია“ ნიშანი.
წარმოიდგინე, რომ ეს ნიშანი რთავს „პარკირების აკრძალვის რეჟიმს“ გზის ამ მხარეს. ეს რეჟიმი კი არ ითიშება პირველივე მანქანასთან, არამედ გრძელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
რადგან მსუბუქიც და სატვირთოც ამ ნიშნის შემდეგ დგანან, გამოდის, რომ ორივე არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა, დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, გაჩერდეს დასახლებული პუნქტის ორმხრივმოძრაობიან გზაზე, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
დაიმახსოვრე: ორმხრივ გზაზე გაჩერება მარჯვენა მხარეს უნდა მოახერხო, რაც შეიძლება ახლოს კიდესთან.
მარცხენა მხარეს გაჩერება მხოლოდ გამონაკლისია. მაგალითად, დასახლებულ პუნქტში, სადაც თითო მიმართულებას ერთი ზოლი აქვს და შუაში ტრამვაის ლიანდაგი არ არის.
აქ ეს პირობები არ სრულდება, ამიტომ მარცხენა მხარეს გაჩერების უფლება არ გაქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია: ა) თუ სალიანდაგო გზების არსებობის გამო მარჯვენა მხარეს გაჩერება შეუძლებელია; ბ) დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე; გ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).
სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:
დაიმახსოვრე: ავტობუსის ან ტაქსის გაჩერებასთან 15 მეტრზე ახლოს გაჩერება არ შეიძლება, თუ მოძრაობას ხელს უშლი. უბრალოდ დაიმახსოვრე ციფრი – 15.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?
დაიმახსოვრე: ხიდის, ესტაკადის ან გზაგამტარის ქვეშ გაჩერება არ შეიძლება. თუ სპეციალური ადგილი არაა, ესე იგი აკრძალულია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
დაიმახსოვრე, მარცხნივ გაჩერება გამონაკლისია. შეიძლება მხოლოდ სამი პირობით: დასახლებული პუნქტი, თითო-თითო ზოლი და ტრამვაის გარეშე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე.
ძმაო, ეს დაიზეპირე:
კითხვაზე, სად **არ** არის დგომა აკრძალული, პასუხი არის, რომ **ყველა ჩამოთვლილ ადგილას აკრძალულია**. ლოგიკას ნუ ეძებ, უბრალოდ დაიმახსოვრე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.
დაიმახსოვრე: დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენებისთვის დგომა შეიძლება მხოლოდ სპეციალურ სადგომზე (რომელიც 800 მეტრშია) ან გზის ფარგლებს გარეთ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გასათევად ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია, მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს მიღმა.
მთავარი დეტალი აქ გზაჯვარედინია.
შეხედე A ადგილს - პირდაპირ გზაჯვარედინის კუთხეშია, სადაც გაჩერება აკრძალულია. ამიტომ A-ს ვივიწყებთ.
B-ს რაც შეეხება, „ზებრამდე“ 10 მეტრია, წესით კი მინიმუმ 5 მეტრია საჭირო. 10 მეტია 5-ზე, შესაბამისად, B ადგილას გაჩერება უპრობლემოდ შეგიძლია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.