
ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილზე ავტომობილით დგომა?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
შეხედე მარჯვნივ, 90-იანი ნიშანი დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სწრაფად მოძრაობენ. ასეთ გზებზე, სავალ ნაწილზე დგომა სახიფათოა და ამიტომაც გვეკრძალება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა, დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა.