
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?
აქ მთავარია „დგომა აკრძალულია“ ნიშანი. წარმოიდგინე, რომ ეს ნიშანი რთავს „პარკირების აკრძალვის რეჟიმს“ გზის ამ მხარეს. ეს რეჟიმი კი არ ითიშება პირველივე მანქანასთან, არამედ გრძელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის ბოლომდე. რადგან მსუბუქიც და სატვირთოც ამ ნიშნის შემდეგ დგანან, გამოდის, რომ ორივე არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა, დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.