აქვს თუ არა უფლება მძღოლს გავიდეს გზაჯვარედინზე, რომელზეც შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი სავარაუდოდ, იძულებული გახდება გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით განივი მიმართულებით მოძრაობისთვის შექმნას დაბრკოლება?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: თუ გზაჯვარედინზე ხერგილია და შიგნით გაჭედვის შანსია, შესვლა არ შეიძლება. შუქნიშნის მწვანე ფერიც კი არ გაძლევს ამის უფლებას.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.