
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
ყურადღება მიაქციე წითელი მანქანის შუქნიშანს. ძირითადი წითელია და დამატებით სექციაში ანთია მწვანე ისარი, რაც ნიშნავს, რომ ის ყველას გზას უთმობს და ბოლოს გაივლის. ახლა დაგვრჩა სატვირთო და მოტოციკლი. ორივეს მწვანე აქვს, მაგრამ მოტოციკლი მობრუნებას აკეთებს და ამ დროს ვალდებულია, გზა დაუთმოს საპირისპიროდ, პირდაპირ მომავალ სატვირთოს. ესე იგი, ჯერ სატვირთო, მერე მოტოციკლი და ბოლოს მსუბუქი ავტომობილი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებმაც; ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაო¬ბისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.