
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
მთავარი აქ შუქნიშნის ძირითადი, მრგვალი სიგნალია. ტრამვაის და მოტოციკლს წითელი უნთიათ, დამატებითი მწვანე ისარი კი ეუბნებათ: „შეგიძლიათ იმოძრაოთ, მაგრამ გზა უნდა დაუთმოთ ყველას“. მსუბუქ ავტომობილს კი მთავარი მწვანე აქვს, ამიტომ ის სარგებლობს უპირატესობით და პირველი გაივლის.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.