
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დააკვირდი ცისფერი მანქანის შუქნიშანს. ძირითადი წითელი ანთია, ხომ? დამატებით სექციაში ჩართული მწვანე ისარი გაძლევს მოძრაობის უფლებას, მაგრამ ერთი პირობით: რადგან შენთვის ძირითადი შუქი წითელია, გზა უნდა დაუთმო ყველას, ვინც სხვა მიმართულებიდან მოდის. ამ შემთხვევაში, ყვითელ მიკროავტობუსს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაო¬ბისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.