დაიმახსოვრე: ბუქსირებისას მაქსიმალური სიჩქარეა 50 კმ/სთ. ეს წესი მოქმედებს ყველგან, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით). მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
გასაღები აქ თოკია, რითიც მანქანას აბუქსირებენ.
წარმოიდგინე, რომ ავტომაგისტრალზე მანქანა გაგიფუჭდა. თოკით ბუქსირება მხოლოდ იმისთვისაა დაშვებული, რომ უსაფრთხოდ დატოვო ავტომაგისტრალი პირველივე გასასვლელით.
ამიტომ, პირდაპირ სვლა (A) არ შეიძლება, ვალდებული ხარ, გადახვიდე B-სკენ, უახლოეს გასასვლელში.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თვითნაკეთ მოწყობილობაში იგულისხმება თოკი, მავთული და სხვა მსგავსი საშუალება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თვითნაკეთ მოწყობილობაში იგულისხმება თოკი, მავთული და სხვა მსგავსი საშუალება.
მთავარი აქ ბუქსირებაა და არა ის, რომ ავტომაგისტრალზე ხარ.
დაიმახსოვრე მარტივი წესი: როგორც კი მანქანას ბუქსირზე იბამ, შენი მაქსიმალური სიჩქარე ხდება 50 კმ/სთ. სულ ერთია, ქალაქში ხარ, ტრასაზე თუ ავტომაგისტრალზე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
აბა, შეხედე, მანქანების მთელი „მატარებელია“ აწყობილი.
წესი ძალიან მარტივია: ერთდროულად მხოლოდ ერთი მანქანის ბუქსირებაა ნებადართული. აქ კი თეთრი სატვირთო ჯერ წითელს ექაჩება, მერე წითელი - ყვითელს. ეს უკვე დარღვევაა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება, ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს.
წარმოიდგინე, საჭე არ გიმორჩილებს და მანქანა ჩაბმული გაქვს ჩვეულებრივი, მოქნილი ბუქსირით. აბა, როგორ გააკონტროლებ მანქანას, საით წავა?
ვერანაირად, ხომ? მანქანა უკონტროლო გახდება.
სწორედ ამიტომ, თუ საჭე გაფუჭებულია, ასეთი წესით ბუქსირება არ შეიძლება. მარტივი ლოგიკაა – თუ ვერ ატრიალებ საჭეს, მანქანას ვერ მართავ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ხისტი ან მოქნილი გადაბმით, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია.
დააკვირდი, წითელი მანქანის წინა თვლები ჰაერშია აწეული.
რადგან მოსახვევად საჭირო თვლები მიწას არ ეხება, საჭის მექანიზმის გაუმართაობას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ, ასეთი ხერხით ბუქსირება დასაშვებია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ხისტი ან მოქნილი გადაბმით, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია.
ყურადღება მიაქციე, რომ სატვირთოს უკვე აბია მისაბმელი.
ასეთ დროს, მას მეორე მანქანის ბუქსირება ეკრძალება. წესი მარტივია: ან მისაბმელი, ან საბუქსირე მანქანა. ორივე ერთად – არ შეიძლება
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების რამდენი მოთხოვნაა დარღვეული, თუ მოქნილი გადამბმით ბუქსირებული შემადგენლობა მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მათ შორის მანძილი 5 მეტრია?
ბუქსირება მთელი რიტუალია და აქ თითქმის ყველაფერი დაავიწყდათ. მოდი, ჩამოვთვალოთ:
1. მწვანე მანქანას, ანუ მობუქსირეს, უნდა ენთოს ახლო განათების ფარები. ეს ერთი დარღვევა.
2. შავ მანქანას, ანუ საბუქსიროს, ჩართული უნდა ჰქონდეს „ავარიული“. ეს ორი.
3. თვითონ თოკზე, ანუ მოქნილ გადამბაზე, აუცილებელია გამაფრთხილებელი ალმები, რომ სხვა მძღოლებმა კარგად დაინახონ. ეს სამი.
4. და მეოთხე, რადგან ქალაქგარეთ არიან (ნიშანიც გვეუბნება), თავისუფალი მარჯვენა ზოლის ნაცვლად შუა ზოლში მოძრაობენ.
სულ ოთხი დარღვევაა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად: 7. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი. 8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში. 9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. აქ დარღვევაა: სავალ ნაწილზე განლაგება; მობუქსირე ავტომობილს არა აქვს ჩართული ახლო განათების ფარები; საბუქსიროს - ავარიული სიგნალიზაცია და საბუქსირო მოწყობილობა აღნიშნული არ არის ალმებით.
ყურადღება მიაქციე, რითია გადაბმული. ეს არის მოქნილი გადაბმა, ანუ ჩვეულებრივი თოკი.
ახლა წარმოიდგინე, მოყინულ გზაზე წინ მიმავალმა მანქანამ რომ დაამუხრუჭოს, მოტოციკლი უბრალოდ უკნიდან შეასკდება. სწორედ ამიტომ, მოყინულზე თოკით ბუქსირება ყოველთვის აკრძალულია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
დაიმახსოვრე, მისაბმელით სხვა მანქანის ბუქსირება არ შეიძლება. ან მისაბმელი, ან ბუქსირი – ორივე ერთად იკრძალება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით.
სავალდებულოა თუ არა, ხისტი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი, როცა გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას?
დაიმახსოვრე: თუ ხისტი გადაბმა ისეთია, რომ მანქანა თავისით მოგყვება ტრაექტორიაზე, საბუქსიროში მძღოლის ჯდომა სავალდებულო არ არის. ეს გამონაკლისი ეხება მხოლოდ ასეთ ხისტ გადაბმას.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.
დაიმახსოვრე: მოქნილი გადაბმით, ანუ "ტროსით" ბუქსირებისას, მძღოლი საჭესთან ყოველთვის სავალდებულოა. აქ გამონაკლისი არ არის.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას.
დაიმახსოვრე: თუ ბუქსირება „ნაწილობრივი დატვირთვითაა“, ხალხი არც საბუქსირო მანქანაშია და არც მობუქსირის ძარაზე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.
დაიმახსოვრე ეს ციფრები: მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი 4-დან 6 მეტრამდეა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა.
დაიმახსოვრე: ორი მისაბმელით ბუქსირება აკრძალულია.
თუ კითხვაში ამას დაინახავ, პასუხი ყოველთვის „აკრძალულია“.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს.
დაიმახსოვრე: კითხვაზე „ბუქსირება დასაშვებია“, სწორი პასუხია „ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი“. უბრალოდ დაიზეპირე, ეგეთი ბილეთია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია ბუქსირება: დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; ე) მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.
დაიმახსოვრე, ვინც აბუქსირებს, იმას ყოველთვის ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები. არ აქვს მნიშვნელობა დღეა თუ ღამე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
დაიმახსოვრე: თუ საბუქსირო მანქანას "ავარიული" არ უმუშავებს, უკან საავარიო გაჩერების ნიშანს უმაგრებ. ეგაა სწორი პასუხი, არ აგერიოს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.
სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?
დაიმახსოვრე ეს ციფრი: ბუქსირების ტროსზე საჭიროა 2 ალამი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).
ძმაო, დაიმახსოვრე: თუ მანქანა გადატვირთულია (ანუ, მისი წონა დასაშვებზე მეტია), მგზავრების გადაყვანა არ შეიძლება. ეგრევე "აკრძალულია".
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას.
დაიმახსოვრე: თუ კითხვა ტვირთის განთავსებას ეხება, ყველაზე გრძელი და ზოგადი პასუხი აირჩიე. სწორია ის, სადაც წერია, რომ "დაცული იქნეს... ყველა პირობა".
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები.
ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან გადმოშვერილია:
დაიმახსოვრე ეს ციფრი: თუ ტვირთი წინ ან უკან 1 მეტრზე მეტად არის გადმოშვერილი, „არაგაბარიტულის“ ნიშანი აუცილებელია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
დაიმახსოვრე ეს რიცხვი: 0,4 მეტრი. თუ ტვირთი გვერდიდან ამაზე მეტად არის გადმოშვერილი, „არაგაბარიტულის“ ნიშანი სჭირდება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი დამატებით უნდა აღინიშნოს:
დაიმახსოვრე: ღამით გადმოშვერილ ტვირთს წინ სჭირდება თეთრი ფარანი ან შუქამრეკლი, უკან კი – წითელი. უბრალოდ დაიზეპირე ფერები: წინ თეთრი, უკან წითელი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.
მოცემულ სიტუაციაში, რამდენ საგზაო მოძრაობის წესს არღვევს ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუ იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით?
როცა მანქანა ბუქსირით მიგყავს, ორი მთავარი რამ დაიმახსოვრე: სიჩქარე და თოკი.
სიჩქარე 50 კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს, აქ კი 60-ით მიდის. ეს ერთი დარღვევა.
თოკზე კი, იმისთვის რომ სხვებმა კარგად დაინახონ, მინიმუმ ორი ალამი უნდა ეკიდოს. აქ კი მხოლოდ ერთია.
ესეც მეორე დარღვევა. ანუ, სულ ორ წესს არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). აქ დარღვევაა: სიჩქარე და საბუქსირო მოწყობილობაზე ერთი ალამი
დაიმახსოვრე, ტვირთის დამაგრებისას გამონაკლისი არ არსებობს. თუ გეკითხებიან, რომელი მოთხოვნა *არ არის* სავალდებულო, პასუხია, რომ ყველა სავალდებულოა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები;
ყურადღება მიაქციე, რომ მსუბუქ ავტომობილს მისაბმელი ჰყავს. სწორედ ეს არის მთავარი!
როცა მანქანით რამეს აბუქსირებ, შენი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია, მნიშვნელობა არ აქვს გზაზე რა ნიშანი დგას. ამიტომ, 90-ით მოძრაობა დარღვევა იქნება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.
დაიმახსოვრე: "სახიფათო ტვირთის" საცნობი ნიშანი არის ნარინჯისფერი ფირფიტა (II). ის მაგრდება სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: გ) „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს).
დაიმახსოვრე: სმენადაქვეითებული მძღოლის საცნობი ნიშანია ყვითელი წრე სამი შავი წერტილით (ნიშანი I).
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრი¬ს ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი.
რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სიჩქარე ტვირთის გათვალისწინებით და ტექნიკური მახასიათებლებით კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლებია?
დაიმახსოვრე: საცნობი ნიშანი „სიჩქარის შეზღუდვა“ (II) მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მაქსიმალური სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლებით დადგენილზე ნაკლებია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ი) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10) – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია.
დაიმახსოვრე: მისაბმელი მუხრუჭის გარეშე სამუხრუჭე მანძილს ყოველთვის ზრდის. მეტი მასაა გასაჩერებელი.
კანონი: რაც უფრო მეტია ავტომობილის მასა, მით უფრო მეტი ძალა და დროა საჭირო მისი დამუხრუჭებისათვის. მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა იზრდება.
დაიმახსოვრე: რაც უფრო დაბლაა სიმძიმის ცენტრი, მით უფრო მდგრადია მანქანა. ამიტომ სწორი პასუხია „დაბლა“.
კანონი: რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი.