ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე ეს რიცხვი: 0,4 მეტრი. თუ ტვირთი გვერდიდან ამაზე მეტად არის გადმოშვერილი, „არაგაბარიტულის“ ნიშანი სჭირდება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.