
მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მობუქსირე ავტომობილის მძღოლს, ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ გზა მოყინულია?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
ყურადღება მიაქციე, რითია გადაბმული. ეს არის მოქნილი გადაბმა, ანუ ჩვეულებრივი თოკი. ახლა წარმოიდგინე, მოყინულ გზაზე წინ მიმავალმა მანქანამ რომ დაამუხრუჭოს, მოტოციკლი უბრალოდ უკნიდან შეასკდება. სწორედ ამიტომ, მოყინულზე თოკით ბუქსირება ყოველთვის აკრძალულია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია.