ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას აკრძალულია ხალხის ყოფნა:
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: თუ ბუქსირება „ნაწილობრივი დატვირთვითაა“, ხალხი არც საბუქსირო მანქანაშია და არც მობუქსირის ძარაზე.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.