
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
ყურადღება მიაქციე, რომ სატვირთოს უკვე აბია მისაბმელი. ასეთ დროს, მას მეორე მანქანის ბუქსირება ეკრძალება. წესი მარტივია: ან მისაბმელი, ან საბუქსირე მანქანა. ორივე ერთად – არ შეიძლება
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით (მისაბმელის გარეშე) სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ამ კანონით დადგენილი წესით.