
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება გავლის უპირატესობა, თუ მარეგულირებლის ამ სიგნალზე მათი მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
აქ მთავარი ის კი არ არის, რას აკეთებს მარეგულირებელი, არამედ ის, თუ რას ნიშნავს, როცა ის ორივე მანქანას ერთდროულად აძლევს მოძრაობის უფლებას. ასეთ დროს, მარეგულირებელი თითქოს გეუბნებათ: "აბა, თქვენ იცით, ახლა ნიშნების მიხედვით გაიარეთ". დააკვირდი, სატვირთო მთავარ გზაზეა, ამას ყვითელი რომბი ნიშანიც გვეუბნება. ამიტომ, უპირატესობაც მას აქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით;