
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
დააკვირდი, შენს წინ დგას ნიშანი „დაუთმე გზა“. ეს ნიშანი პირდაპირ გეუბნება, რომ მეორეხარისხოვან გზაზე ხარ. მთავარ გზაზე კი სატვირთოც და მწვანე ავტომობილიც მოძრაობენ. ამიტომ, გზა უნდა დაუთმო ორივეს, სანამ ისინი გზაჯვარედინს არ გაივლიან. სულ ესაა
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.