‹
მთავარი და მეორეხარისხოვანი გზა9. გზაჯვარედინები · თემა 34 · ბილეთი №113
სურათზე გამოსახულია გზაჯვარედინი, რომელზეც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი აპირებს მარცხნივ მოხვევას. ის იმყოფება არამთავარ გზაზე, რასაც მიუთითებს მის წინ არსებული საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“. გზაჯვარედინზე, მთავარ გზაზე, მის მიმართ მარცხნიდან მოძრაობს ავტობუსი, რომელიც აპირებს პირდაპირ სვლას, ხოლო მარჯვნიდან მოძრაობს ლურჯი სატვირთო ავტომობილი, რომელიც ასევე მარცხნივ უხვევს.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?