
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
მართალია, მთავარ გზაზე დგახარ, მაგრამ აქ მთავარი გმირი ტრამვაია. როცა ტრამვაის ლიანდაგი შენს გზას კვეთს, მას ყოველთვის აქვს უპირატესობა, მნიშვნელობა არ აქვს, შენ მთავარ გზაზე ხარ თუ არა. ამიტომ, პირველი ტრამვაი გაივლის.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა, სადაც ტრამვაის ლიანდაგი სავალ ნაწილს კვეთს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა დეპოდან გამოსვლის შემთხვევისა.