
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრაქტორის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
აქ მთავარი გასაღები გზის საფარია. შეხედე, ტრაქტორიც და თეთრი მანქანაც გრუნტიანი გზიდან გამოდიან. წესი კი ძალიან მარტივია: გრუნტიანი გზიდან გამომსვლელი ყოველთვის უთმობს გზას მას, ვინც უკვე მთავარ, ასფალტირებულ გზაზე მოძრაობს. ამიტომ, ტრაქტორი გზას უთმობს მხოლოდ მეხრეს. თეთრ მანქანასთან არაფერი ესაქმება, რადგან ისიც გრუნტიან გზაზე დგას და მარცხნივ უხვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.