
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
წარმოიდგინე, რომ ლურჯი ავტომობილის საჭესთან ზიხარ. შენგან მარჯვნივ ვინ არის? თეთრი ავტომობილი. რადგან ეს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაა, აქ „მარჯვენა ხელის“ წესი მოქმედებს – გზა უნდა დაუთმო მას, ვინც შენგან მარჯვნივ მოძრაობს. შესაბამისად, გზის დათმობის ვალდებულება ლურჯი ავტომობილის მძღოლს აქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.