
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი გამორთულია?
აქ მთავარია, გახსოვდეს - ტრამვაი უპირატესია თანაბარ მნიშვნელობიან გზაზე, მიმართულების მიუხედავად. ესე იგი, პირველი გადის ტრამვაი. დაგვრჩა სამი მანქანა. აქ უკვე „მარჯვენა ხელის“ წესი მუშაობს. მსუბუქ ავტომობილს მარჯვნიდან არავინ ჰყავს, ამიტომ გზაჯვარედინს მეორე გადაკვეთს. ავტობუსი და მოტოციკლი კი გზას უთმობენ, რადგან მსუბუქი ავტომობილი მათთვის მარჯვნიდანაა. რადგან ერთმანეთს ხელს არ უშლიან, ბოლოს ორივე ერთად გადის.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.