
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
ეს არის ნიშანი II, „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“. ის კრძალავს მისაბმელიანი სატვირთოებისა და ტრაქტორების მოძრაობას, ასევე ნებისმიერი სახის ბუქსირებას.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.