
მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობა?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: ნიშანი I „მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის ტრაქტორსაც. ნიშანი III კი კონკრეტულად კრძალავს ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობას.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანებით მოძრაობას.