
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
აქ არც ნიშანია, არც შუქნიშანი, ამიტომ ვიყენებთ ყველასთვის ნაცნობ „მარჯვენა ხელის წესს“. ყვითელ მიკროავტობუსს მარჯვნიდან არავინ ჰყავს, ამიტომ ის პირველი მიდის. შემდეგ გზა უთავისუფლდება თეთრ ავტომობილს, ბოლოს კი გაივლის მწვანე, რომელიც გზას უთმობდა თავის მარჯვნივ მოძრავ თეთრ ავტომობილს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.