
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს აეროდრომებთან ახლოს გამავალ გზის მონაკვეთს, რომლებზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
ეს არის ნიშანი I, „დაბლამფრენი თვითმფრინავები“. ის გაფრთხილებს, რომ უახლოვდები გზის მონაკვეთს, სადაც თვითმფრინავები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.31 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.31 „დაბლამფრენი თვითმფრინავები” - აეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.