
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შეიძლება ამოვარდეს ძლიერი გვერდითი ქარი?
სწორი პასუხი: 4▶ ახსნის მოსმენა
ეს არის ნიშანი IV, „გვერდითი ქარი“. ის გაფრთხილებს გზის მონაკვეთზე, სადაც მოსალოდნელია ძლიერი გვერდითი ქარი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.30 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.30 „გვერდითი ქარი” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზეც შეიძლება ძლიერი გვერდითი ქარი ამოვარდეს.