
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის (სავალი ნაწილის) მონაკვეთის დასაწყისს ორმხრივი მოძრაობით, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით?
სწორი პასუხი: 3▶ ახსნის მოსმენა
ეს არის მაფრთხილებელი ნიშანი III, „ორმხრივი მოძრაობა“. ის გაფრთხილებს, რომ ცალმხრივი გზის შემდეგ იწყება ორმხრივი მოძრაობა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.22 „ორმხრივი მოძრაობა” - აღნიშნავს გზის (სავალი ნაწილის) ორმხრივმოძრაობიანი მონაკვეთის დასაწყისს, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით.