
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარჯვენა მხრიდან?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
ეს არის ნიშანი „გზის შევიწროება მარჯვნიდან“. დაიმახსოვრე, რომ ნიშანზე I სავალი ნაწილი სწორედ მარჯვენა მხრიდან ვიწროვდება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.