
რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ტრაქტორი მოძრაობს 50კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას?
აქ საქმე გვაქვს ორმაგ დარღვევასთან. დავიწყოთ ტრაქტორით: დაიმახსოვრე, ტრაქტორის მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ-ია. კითხვაში კი წერია, რომ 50-ით მიდის, ანუ უკვე არღვევს. ახლა სატვირთო: ის ხომ მანქანას აბუქსირებს? ბუქსირებისას მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-ია. 50-ით მიმავალ ტრაქტორს რომ გაასწროს, აშკარად 50-ზე მეტით უნდა იაროს, რითიც ისიც არღვევს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.