
საცხოვრებელ ზონაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:
აი, მარჯვნივ რომ ლურჯი ნიშანია, ეგაა მთავარი. ეგ ნიშნავს "საცხოვრებელ ზონას". სადაც სახლებია, ხალხი დადის და ბავშვები თამაშობენ, იქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ასეთ ზონაში მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 20 კმ/სთ-ია. მეტი უბრალოდ სახიფათოა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.