აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი არ ეხებოდეს გზის ზედაპირს?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: მოტოციკლით, ველოსიპედით და მსგავსი ტრანსპორტით მოძრაობისას, ყველა თვალი გზას უნდა ეხებოდეს. მარტივად რომ ვთქვათ, „ვილის“ გაკეთება არ შეიძლება.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.