ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, გზის სავალ ნაწილზე გართულებული მოძრაობის შემთხვევაში, თუ არ შეფერხებს ქვეითთა მოძრაობას, ტროტუარზე გადაადგილების უფლება აქვს:
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: თუ გზა გადატვირთულია, ტროტუარზე ასვლის უფლება მხოლოდ ველოსიპედის მძღოლს აქვს. მოპედის მძღოლს – არა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.