
რომელი ავტომობილს მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
დააკვირდი ნიშანს, რომელთანაც წითელი ავტომობილი დგას. ეს „საცხოვრებელი ზონის დასასრულს“ ნიშნავს. დაიმახსოვრე, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას გზა აბსოლუტურად ყველას უნდა დაუთმო. ამიტომ, გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს აქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს 5.21 „საცხოვრებელი ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.