
აქვთ თუ არა უფლება საცხოვრებელ ზონაში მოძრავ ქვეითებს უსაფუძვლოდ შეაფერხონ თეთრი ავტომობილის მოძრაობა?
რა მარტივია, შეხედე მარჯვნივ საგზაო ნიშანს. ეს არის „საცხოვრებელი ზონის“ ნიშანი. აქ ქვეითებს შეუძლიათ გზაზე სიარული, მაგრამ ერთი მთავარი პირობით: არ უნდა შეგვიქმნან უსაფუძვლო დაბრკოლება. ანუ, კი, ეს მათი ზონაა, მაგრამ საცობის მოწყობის უფლება არ აქვთ. ამიტომ, შენი შეფერხების უფლება არ აქვთ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.