‹
მარეგულირებლის სიგნალები3. სიგნალები და რეგულირება · თემა 16 · ბილეთი №39
სურათზე გამოსახულია გზაჯვარედინი, რომლის ცენტრში დგას მარეგულირებელი წინ გაშვერილი ხელით. მარეგულირებლის მარცხენა მხრიდან მოძრაობენ ლურჯი მსუბუქი ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი, რომელთათვისაც შუქნიშნის წითელი, ამკრძალავი სიგნალია ჩართული. ლურჯი ავტომობილის მძღოლი მარცხნივ მოხვევას აპირებს, ხოლო მიკროავტობუსის მძღოლი პირდაპირ აპირებს სვლის გაგრძელებას. მარეგულირებლის გულ-მკერდის მხრიდან გზაჯვარედინს უახლოვდება მწვანე სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილები, რომელთაც პირდაპირ სურთ მოძრაობის გაგრძელება.

რომელი ავტომობილის მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?