‹
მარეგულირებლის სიგნალები3. სიგნალები და რეგულირება · თემა 16 · ბილეთი №35
სურათზე გამოსახულია გზაჯვარედინი, რომლის ცენტრში დგას მარეგულირებელი წინ გაშვერილი ხელით. მარეგულირებლის გულმკერდის მხრიდან მოძრაობენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი, რომელსაც ჩართული აქვს სპეციალური ხმოვანი სიგნალი, და ლურჯი ფერის მსუბუქი ავტომობილი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი უხვევს მარცხნივ, ხოლო ლურჯი ავტომობილი მოძრაობას აგრძელებს პირდაპირ. მარეგულირებლის მარცხენა მხრიდან მოძრაობენ ყვითელი სატვირთო და წითელი მსუბუქი ავტომობილები. ყვითელი სატვირთო მოძრაობს პირდაპირ, ხოლო წითელი ავტომობილი უხვევს მარცხნივ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. რომელი ავტომობილების მძღოლებმა შეიძლება გააგრძელონ მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე?