
რომელმა მძღოლმა გააჩერა ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დაცვით შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
შეხედე თეთრ ხაზს გზაზე, ეგ არის „სდექ-ხაზი“. წითელზე ზუსტად ამ ხაზთან უნდა გაჩერდე, არც მანამდე და არც მის შემდეგ. ყვითელი მიკროავტობუსი სწორედ ასე მოიქცა, ნაცრისფერი მანქანა კი ზედმეტად შორს გაჩერდა. ამიტომ, წესები მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლმა დაიცვა.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ამკრძალავი მაშუქი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზთან ( ან 7.16 ნიშანთან).