აქვს თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე მას არ შეუძლია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: თუ ყვითელზე სდექ-ხაზთან გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე ვერ ასწრებ, გააგრძელე მოძრაობა. ამის უფლება გაქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.