
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
შეხედე იმ ნიშანს, მსუბუქი ავტომობილის გვერდით. ეგ არის „საცხოვრებელი ზონის დასასრული“. ხომ გახსოვს, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას აბსოლუტურად ყველას უნდა დაუთმო. ესე იგი, მსუბუქი ავტომობილი ბოლოს გაივლის. დარჩა კვადროციკლი და ავტობუსი. აქ წესი ძალიან მარტივია: ვინც პირდაპირ მიდის, იმას აქვს უპირატესობა მომხვევთან შედარებით. ამიტომ, პირველია კვადროციკლი, მერე ავტობუსი და სულ ბოლოს მსუბუქი ავტომობილი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთებზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.