‹
მარეგულირებლის სიგნალები3. სიგნალები და რეგულირება · თემა 16 · ბილეთი №199
სურათზე გამოსახულია გზაჯვარედინი, რომელზეც მოძრაობას არეგულირებს მარეგულირებელი წინ გაშვერილი ხელით. სატვირთო ავტომობილი, რომელიც მარეგულირებლის გულ-მკერდის მხრიდან უახლოვდება გზაჯვარედინს, ასრულებს მარჯვნივ მოხვევას. მის სამოძრაო ზოლში დაყენებულია საგზაო ნიშნები: „მთავარი გზა“ და „მთავარი გზის მიმართულება“. წითელი ფერის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მარეგულირებლის მარცხენა მხარეს იმყოფება, მოძრაობას აგრძელებს პირდაპირ. ოპერატიული სამსახურის ავტომობილი, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, გზაჯვარედინს უახლოვდება მარეგულირებლის ზურგის მხრიდან და აპირებს პირდაპირ მოძრაობას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?