‹
მარეგულირებლის სიგნალები3. სიგნალები და რეგულირება · თემა 16 · ბილეთი №15
სურათზე გამოსახულია გზაჯვარედინი, რომელზეც მოძრაობას არეგულირებს მარეგულირებელი. მარეგულირებელი დგას გზაჯვარედინის ცენტრში, წინ გაშვერილი ხელით. გზაჯვარედინზე მოძრაობს სამი სატრანსპორტო საშუალება: მარეგულირებლის მარცხენა მხრიდან უახლოვდება რუხი ფერის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მარცხნივ მოხვევას აპირებს. მარეგულირებლის გულმკერდის მხრიდან მოძრაობს ტრამვაი, რომელიც ასევე მარცხნივ უხვევს. გზაჯვარედინზე მოძრაობს ყვითელი ავტობუსიც, რომელიც სვლას პირდაპირ აგრძელებს ის მარეგულირებელს უახლოვდება მარჯვენა მხრიდან. რუხი ფერის მსუბუქი ავტომობილის მიმართულებით, გზაჯვარედინის წინ, განთავსებულია პრიორიტეტის ნიშანი „დაუთმე გზა“ და დამატებითი ინფორმაციის ნიშანი „მთავარი გზის მიმართულება“, რომლის მიხედვითაც მთავარ გზაზე ტრამვაი იმყოფება.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალებათ ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?