
აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ საჭესთან ზის მოსწავლე?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
შეხედე გზის მარჯვენა მხარეს მწვანე ნიშანს. ეს ავტომაგისტრალის ნიშანია. ავტომაგისტრალზე კი სასწავლო სვლა უბრალოდ აკრძალულია, მნიშვნელობა არ აქვს, რა მანევრს ასრულებ. ამიტომ, პასუხი მარტივია: აკრძალულია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა.