
აკრძალულია თუ არა სასწავლო ავტომობილის ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ საჭესთან ზის მოსწავლე?
სწორი პასუხი: 1▶ ახსნის მოსმენა
აბა, დააკვირდი იმ ლურჯ ნიშანს. ეგ არის „საცხოვრებელი ზონის“ ნიშანი, სადაც სასწავლო სვლა პირდაპირ იკრძალება. სულ ესაა ლოგიკა, ამიტომაც პასუხია - აკრძალულია.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.