ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: თუ კუნძული ორმხრივი გზის შუაშია, შემოუარე მხოლოდ მარჯვნიდან. ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევანი არ გაქვს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ბ) უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.