
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
წარმოიდგინე, რომ შენ ხარ ყვითელი მანქანის მძღოლი. შენს ზოლში, შენს გზაზე მიდიხარ, ხომ მართალია? თეთრი მანქანა კი შენს ზოლში გადმოდის, რომ წრიდან გავიდეს. ხოდა, რადგან ის აკეთებს მანევრს და შენს გზას კვეთს, სწორედ მან უნდა დაგითმოს. მარტივია, ვინც ზოლს იცვლის, ის თმობს
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.