
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
შეხედე, შენს წინ „დაუთმე გზა“ ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარ გზაზე მოძრავ მანქანას, გზა უნდა დაუთმო. ესე იგი, მთავარ გზაზე მარტო ავტობუსია და ის პირველი გაივლის. შემდეგ მოქმედებს იგივე მარტივი წესი, როცა მარცხნივ უხვევ უნდა დაუთმო საპირისპირო მხირდან მომავალ მანქანას რომელიც პირდაპირ მიდის. ესე იგი, ჯერ ავტობუსი, მერე სატვირთო და ბოლოს შენ.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.