ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
სწორი პასუხი: 2▶ ახსნის მოსმენა
დაიმახსოვრე: თუ გეკითხებიან, რის გამო იკრძალება *მოძრაობა*, პასუხია - საჭის მექანიზმი. სხვა არაფერი.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.